Hack Out Side The Box
დარეგისტრირდი

ჰაკათონის შესახებ

„ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც, მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს“ – როცა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი „პატარა უფლისწულს“ წერდა, არც ჰაკათონები არსებობდა, არც ციფრული გადაწყვეტები და არც ბავშვის უფლებათა კონვენცია. თუმცა მაშინაც და დღესაც სამყაროს ამოძრავებდა ჩარჩოების მიღმა ფიქრი, ახალი იდეები და იმის რწმენა, რომ ერთ იდეას და მის გარშემო ადამიანების გაერთიანებას შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს.

ბავშვის უფლებათა კონვენციაც სწორედ ასეთი პროცესების შედეგია. ეს დოკუმენტი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1989 წელს მიიღო და შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც – ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და მათ განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ.

წელს კონვენციის მიღებიდან 30 წელი გადის, თუმცა პრობლემა ჯერ კიდევ ბევრია. იმისთვის, რომ მსოფლიოშიც და საქართველოშიც ბავშვთა უფლებები უკეთ იყოს დაცული, მთავრობების, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევასთან ერთად ერთად ისეთი ადამიანების აქტიურობაა საჭირო, რომლებსაც ჩარჩოებს მიღმა ფიქრი შეუძლიათ.

ეს ჰაკათონი შესაძლებლობაა, გაიხსენო რას ნიშნავს იყო ბავშვი, იფიქრო ჩარჩოებს მიღმა და ტექნოლოგიების დახმარებით, შენი გუნდის წევრებთან ერთად მიაგნო პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც ბავშვების ცხოვრებას საქართველოში და შესაძლოა, მსოფლიოშიც უკეთესს გახდის.

ჰაკათონის მიზანი

ჰაკათონი “დაჰაკე ჩარჩოებს მიღმა“ გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მხარდაჭერით ტარდება და ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. მისი მთავარი მიზანი ბავშვების უფლებების გარშემო არსებული პრობლემების ციფრული გადაწყვეტების წახალისებაა. ჰაკათონი ისეთი ადამიანების გაერთიანებას ცდილობს, რომლებსაც აქვთ იდეები, აინტერესებთ ტექნოლოგიები, და სჯერათ, რომ ციფრულ გადაწყვეტებს ბავშვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. სამი საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც ჰაკათონის ფარგლებში შეიქმნება, დაჯილდოვდება ფულადი პრიზით.

თუ ასეთი ხარ, გააგრძელე კითხვა!

რა მჭირდება იმისთვის რომ ჰაკათონში მონაწილეობა მივიღო?

პირველ რიგში, დაგჭირდება შესაბამისი უნარები – უნდა შეგეძლოს კოდის წერა, დიზაინის და კარგი ტექსტის შექმნა. შეგიძლია ეს ყველაფერი შენ თვითონ აიღო საკუთარ თავზე ან შეკრიბო 2 ან მაქსიმუმ სამწევრიანი გუნდი.

შემდეგი ნაბიჯია რეგისტრაცია სპეციალურ საიტზე. რეგისტრაციის ფორმის შევსება და დავალებების შესრულება , რომლებსაც ჩვენი საიტი შემოგთავაზებს.

დავალების წარმატებით შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გუნდის წევრის/წევრების გამოცდილებასთან ერთად ეს იქნება ძირითადი ეტაპისთვის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი.

ჰაკათონის პროცესი

მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში შენ ან შენი გუნდი უკვე ჰაკათონის მონაწილეები ხართ. კონკურსის დაწყების წინ მოგეცემათ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემა, რომელსაც ციფრული გადაწყვეტა უნდა მოუძებნოთ და დიზაინის, ტექსტისა და შესაბამისი კოდის მეშვეობით განახორციელოთ. ეს შეიძლება იყოს აპლიკაცია, ვებგვერდი ან სხვა სახის ციფრული გადაწყვეტა.

ჰაკათონი 7-8 დეკემბერს გაიმართება. გადაწყვეტილების განსახორციელებლად ერთი სივრცე და 36 საათიანი ვადა გექნებათ.

ჰაკათონის დასრულების შემდეგ პროექტი კომპეტენტურ ჟიურის წარედგინება, რომელიც მას შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასებს:

1. პრობლემის გადაწყვეტის შინაარსი/შესაბამისობა/ეფექტურობის პოტენციალი
2. გადაწყვეტის ტექნოლოგიური მხარე
3. გადაწყვეტა დიზაინის კუთხით
4. კრეატიულობა

საუკეთესო სამეული გამოვლინდება შესაბამისი ჟიურის მიერ ქულების დაჯამების შედეგად. 17 დეკემბერს, სპეციალურ ღონისძიებაზე გაიმართება ყველა პროექტის პრეზენტაცია, დასახელდებიან და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები.

სამი გამარჯვებული გუნდი საჩუქრად მიიღებს: პირველი ადგილი – Apple watch, მეორე ადგილი – Airpod pro, მესამე ადგილი – Ipad mini.

მოსამზადებელი პერიოდი

ჰაკათონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა გუნდს ჩაუტარდება ტრენინგი და დაურიგდება შესაბამისი მასალები, სადაც მოცემული იქნება საკითხთან დაკავშირებული გამოსადეგი ინფორმაცია და მონაცემები. ინფორმაცია დაეყრდნობა არა მხოლოდ ბავშვთა უფლებების კონვენციას, არამედ ბოლო დროს ჩატარებული მასშტაბური კვლევების, მათ შორის მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის, (MICS) მონაცემებს რომლის შედეგადაც შეგროვდა მაღალი ხარისხის და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მასშტაბით.

გელოდებით და გისურვებთ წარმატებას!

რეგისტრაცია

<?php


?>

პარტნიორები

ჰაკათონის playlist

კონტაქტი

info@demlab.ge

+995 577 191 417